თემები

MountainSafety.info ამჟამად მუშაობს დამატებით თემებზე. საზვავე სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რომელიც საწყისი თემა მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით გახდა, სამთო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წარმოადგენს შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯს, ვინაიდან ოპტიმალური ურთიერთმოქმედება სამთო სამაშველო ოპერაციასა და ადგილზე  გაწეულ სამეციდინო დახმარებას შორის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დადებითი შედეგის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, MountainSafety.info არ შემოიფარგლება მხოლოდ საზვავე ან ზამთართან დაკავშირებული თემებით, სამომავლოდ მასალებმა უნდა მოიცვას სამთო უსაფრთხოების ყველა ასპექტი და შეეხოს ისეთ თემებს, როგორიცაა კლდე, ყინული, მყინვარი, ნავიგაცია, სამთო ამინდი, გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.
MountainSafety.info-ს მასალების მთავარ უპირატესობას წარმოადგენს თემების შინაარსისა და გამოყენებული ტერმინოლოგიის თანამიმდევრულობა. 
თარგმანი შესრულებულია ჯგუფის წევრების მიერ, რომლებიც 100% გარკვეულები არიან მეთოდებში, ტექნიკებში, სისტემებსა და სტრატეგიებში, როგორც ოპერატიული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით.
ამ მიზნების მისაღწევად, MountainSafety.info-ს სამუშაო ჯგუფის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ არამარტო მასალების შექმნის პროცესში, არამედ თანაბრად მონაწილეობენ საერთო სასწავლო კურსების წარმართვაში სინქრონიზაციის მაღალი დონისა და საერთო პრაქტიკული ცოდნის უზრუნველყოფისთვის.
საზვავე სამაშველო ოპერაცია
საზვავე სამაშველო ოპერაცია წარმოადგენს პირველ თემას MountainSafety.info-ზე.
ჩვენი სამუშაო ჯგუფი აერთიანებს წამყვან წარმომადგენლებს ყველა მომხმარებლის ჯგუფიდან და დონიდან, კერძოდ, ავსტრიიდან, ბოსნიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ოთხწლიანი საწყისი ძალისხმების შედეგად, საერთო კვლევებისა და განვითარების გზით, შევაგროვეთ საზვავე სამაშველო ოპერაციების საუკეთესო პრაქტიკა. როგორც დარგის ნოვატორთა ჯგუფმა, ჩვენ ერთდროულად შევიმუშავეთ ეფექტიანი, საერთაშორისო ურთიერთანამშრომლობითი მიდგომა და სრულიად ახალი, ინტერნეტზე დაფუძნებული პროგრამული ინსტრუმენტები, როგორიც ეს პორტალია.
კვლევა
პირველადი დახმარება/გადაუდებელი სამთო სამედიცინო დახმარება
მასალები ამჟამად იქმნება მრავალი სხვადასხვა ქვეყნის სამუშაო ჯგუფის წევრების, მომხმარებელთა ჯგუფების ურთიერთანამშრომლობითა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევების გათვალისწინებით.
კვლევა
ზვავებისა და რისკის მართვა
მასალები ამჟამად იქმნება მრავალი სხვადასხვა ქვეყნის სამუშაო ჯგუფის წევრების, მომხმარებელთა ჯგუფების ურთიერთანამშრომლობითა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევების გათვალისწინებით.
კვლევა